პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ. ამის შესახებ პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა. იუწყება Reuters
ხსენებულ ქვეყნებს ევროკავშირმა მაისში ნება დართო, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვები, ამავდროულად, დაუშვა ასეთი ტვირთების ტრანზიტი სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. აღნიშნული აკრძალვა 15 სექტემბრამდე არის ძალაში.
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შეთანხმება ვერ შედგება, ზოგიერთი ქვეყანა თავის შეზღუდვებს დააწესებს.