რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 25 აგვისტოს ღამეს ანექსირებულ ყირიმზე 42 უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა სცადეს.
უწყებაში ამტკიცებენ რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ნახევარკუნძულის თავზე 42 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირა.
მათივე ცნობით, ყირიმის თავზე 9 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხოლო 33 რადიოელეტქრონული ბრძოლის საშუალებებმა ჩაახშეს, რის შემდეგაც ისინი მიზნის მიღწევამდე განადგურდნენ.