ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი და თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ს აქვს რეალური საბაბი იფიქროს, რომ თვითმფრინავი „ვაგნერის“ თანამშრომლებთან ერთად რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის წინასწარი ვარაუდები და სიტუაციის ანალიზი გრძელდება.