პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი წერს.
„პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი. პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირეებში დასრულდებოდა.
ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ პუტინი არამედ რუსული სახელმწიფოც“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.