უკრაინის პრეზიენტმა ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია თვალი დახუჭოს ყირიმის დეოკუპაციაზე, ისევე, როგორც ეს უკრაინის სხვა მიტაცებული ტერიტორიებიდან უკან დახევის დროს გააკეთა.
„უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება საბრძოლო ოპერაციებისას შემთხვევითი არ არის. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების სამხედრო დახმარება.
...უკრაინის ძალები წინ მიიწევენ ყველაფრის მიუხედავად. ვინც რა უნდა თქვას - წინ მიიწევენ. და როდესაც რუსეთი დაპყრობილი ტერიტორიებიდან უკან იხევს, ამაზე, უბრალოდ თვალს ხუჭავს თვალს ხუჭავს თავის სისუსტეზე, ასევე შეუძლია თვალი დახუჭოს რუსულმა საზოგადოებამ ოკუპანტების უკან დახევაზე ყირიმიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმის ძირითადი ამოცანაა დეოკუპაციის მომზადება. მან აღნიშნა, რომ „უკრაინას ესმის, როგორ დაბრუნდება და რამდენი ნაბიჯი იქნება ამის გასაკეთებლად“. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთთან „ტერიტორიების ვაჭრობაზე“.
„როდესაც საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენ ტერიტორიებზე, ყოველ ჯერზე საუბარია არა მიწაზე, არამედ ბავშვებზე, მშობლებზე, ოჯახებზე.
...უკრაინა არ ვაჭრობს ტერიტორიებით, იმიტომ რომ უკრაინა არ ვაჭრობს ხალხით. წერტილი. და ყველა, ვინც აქ ხათ, ამტკიცებთ, რომ ადამიანების სიცოცხლე შეუფასებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.