აზრზე არ ხარ ქართველ ხალხს რა სურს, იმიტომ რომ ბოლო მრავალი წელია, საკუთარი თავის გარდა, არაფერზე გიფიქრია, - „ტაბულას“ და და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზუდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
„მოსმენისთვის მზად ყოფილა, და გადასცეს სოფო ჯაფარიძემ ჩემი მოსაზრება:
თავისუფალ კონკურენციას ნუ ზღუდავ სადაც გაგდის, და ამ შეზღუდვის ხარჯზე ნუ ტივტივებ.
ამომრჩევლისთვის ნათელი უნდა გახდეს რა არჩევანებია მის წინაშე, რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოაგვარებს უკეთ მის პრობლემას და გაიაზროს, რომ შენი დრო წავიდა, აზრზე არ ხარ ქართველ ხალხს რა სურს, იმიტომ რომ ბოლო მრავალი წელია, საკუთარი თავის გარდა, არაფერზე გიფიქრია და გილაპარაკია.
მიეცი შესაძლებლობა მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს, თავად გადაწყვიტოს ვინ მიაჩნია მისი და მისი შვილების ინტერესებზე უკეთ მზრუნველად, ნუ გეშინია რომ გაჯობებთ“, - წერს თამარ ჩერგოელიშვილი.