უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს, თუ რუსეთი თვითონ არ დატოვებს მას.
„ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია დ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ის. ეს, სავარაუდოდ, მოხდება სამხედრო გზით, თუ აგრესორი ქვეყანა ამ დროსითვის ვერ მიხვდება, რიმ ჩვენი ტერიტორიიდან უნდა წავიდეს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, ნებისმერი სხბვ დამოკიდებულება ყირიმის მიმართ სიტუაციის კონსერვაციას ნიშნავს, ხოლო რუსეთი ეყოლება რა ყირიმი თავისი დაქვემდებარების ქვეშ, წყნარად ვერასადროს იქნება. დანილოვი დარწმუნებულია, რომ ყირიმის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა რთული იქნება. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება პრაგმატული წინსვლა 1991 წლის დროინდელ საზღვრებთან დასაბრუნებლად.
„სწორედ ეს არის ჩვენი პრაგმატიზმი - 1991 წლის საზღვრები. თუ ეს არ იქნება, ჩვენი ქვეყნის არსებობას მუდმივად საფრთხე დაემქურება. თუ ვინმეს სხვა პრაგმატიზმი აქვს, ეს მათი პრობლემაა და მათ შეუძლიათ დაკავდნენ თავისის პრაგმატიზმით მათივე ტერიტორიაზე“, - აღნიშნა დანილოვმა.