ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე, რომელიც მიმართული იყო უნივერსიტეტისა და თეატრის წინააღმდეგ, რამაც, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაღუპვა და ბევრი ადამიანის დაშავება გამოიწვია“, - წერს ბორელი Twitter-ში.