უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა. მისი ცნობით, მფრინავების გარდა, სწავლებაში მონაწილეობენ ასევე ინჟინრები და ტექნიკოსები.
რეზნიკოვის თქმით, მფრინავების მომზადების მინიმალური ვადა ექვსი თვეა.
„სწავლის სახით მომზადების ეს პერიოდი დაიხარჯება, რათა გაგრძელდეს პროექტი იმის გასაგებად, თუ როდის გვექნება თვითმფრინავები და რაც მთავარია – რამდენი“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.
18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ.