აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის არგუმენტებს უკრიანაში შეჭრის შესახებ სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადაგან ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზნებს.
ამის შესახებ ბაიდენმა იაპონისაა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი სამიტის შემდეგ განაცხადა. იუწყება CNN
„რუსეთმა უკვე წააგო, ის ვეღარ შეძლებს თავდაპირველი მიზნების მიღწევას, რის შესახებაც დასაწყისში საუბრობდა. ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა პუტინის არგუმენტებს უკრაინაში შეჭრის შესახებ სასაცილო უწოდა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსულ აგრესიას პასუხის გაუცემლობა შესაძლოა სიგნალი გამხდარიყო ჩინეთისთვის ტაივნთან დაკავშირებით.
„წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა... რა სიგნალს გავუგზავნიდით ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს მიიღებდა მთელი მსოფლიო?“, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ არის მხოლოდ ევროპის პრობლემა. ასეთი აგრესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იაპონიის ლიდერის რეაგირებას რუსული აგრესიის მიმართ და განაცხადა, რომ იაპონიამ აჩვენა ძლიერი ლიდერობა დიდი შვიდეულის ფარგლებში, შეიტანა თავისი წვლილი უკრაინის მნიშვნელოვნ ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში, ასევე არალეტალური სამხედრო ტექნიკით დახმარების მხრივ.
„იაპონიის ხელისუფლება პირველივე დღიდან კრიტიკულად იყო განწყობილი და მკაფიოდ ამბობდა, რომ ომის შედეგები სცდება ევროპის ფარგლებს“, - აღნიშნა ბაიდენმა.