დღეს, 23 ნოემბერს, პოლიტიკური მოძრაობა "თეთრები" ვერის ბაღში, მერაბ კოსტავას ძეგლთან ,,ღირსების ულტიმატუმზე~ ხელმოწერის ცერემონიალს გამართავენ რის შემდეგაც ღია წერილთან ერთად სდაქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნიან. ,,ღირსების ულტიმატუმი~ ხელმოწერის 24 ნოემბერს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო პირველ დეკემბრამდე საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოსა და დიპლომატიურ კორპუსს.
„თეთრი მოძრაობის" დამფუძნებელი და თავმჯომარე, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ 2009 წლის 23 ნოემბერი ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის დასაწყისი იქნება.
შაშიაშვილის თქმით, 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის" მეექვსე წლისთავზე, მოეწყობა დიდი სახალხო შეკრება, სადაც გამოცხადდება ქართველი ხალხისა და დემოკრატიული მსოფლიოსადმი მიმართვა, რომელშიც ჩამოყალიბდება ოპოზიციის მოქმედების სტრატეგია.
"ღირსების ულტიმატუმი", რომელიც "იმ ელემენტარულ საკითხთა ჩამონათვალს შეიცავს", რომელთა შეუსრულებლობის გამო, "თეთრების" აზრით, "შელახულია საქართველოს მოქალაქეთა ღირსება და, რომელთა შეუსრულებლობის პირობებში ნებისმიერი მოქალაქისათვისაც კი სირცხვილია იჯდეს სახელისუფლებო კაბინეტში, მით უმეტეს - პრეზიდენტის სავარძელში".
"თეთრების" მოთხოვნათა ჩამონათვალის შესრულებას პრეზიდენტს არა დაუყოვნებლივ, არამედ ეტაპობრივად, თებერვლის ბოლომდე სთხოვს..
"ვიჩენთ რა სულგრძელ დამოკიდებულებას, ვითხოვთ "ღირსების ულტიმატუმის" არა დაუყოვნებლივ, არამედ თებერვლის ბოლომდე ეტაპობრივად შესრულებას და 5 მარტამდე შედეგების პრესაში გამოქვეყნებას", _ ნათქვამია ღია წერილში და იქვე აღნიშნულია,
რომ მოძრაობას გადაწყვეტილი აქვს, მარტში ეროვნულ კრებაზე მოხდეს "ღირსების ულტიმატუმის" შესრულების ანალიზი.