საუბარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, აბსოლუტურად მიუღებელია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის განცხადების კომენტირებისას თქვა.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ ალიანსი, ისევე, როგორც უკრაინა, ტერიტორიებით არ ვაჭრობს. შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად ნატოს- ოფიციალური პირების ჩართვა ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. სამაგიეროდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებშია უკრაინის გამარჯვების დაჩქარებისა და ნატო-ში მისი სრულუფლებიანი გაწევრიანების გზების განხილვა“, - განაცხადა ნიკოლენკომ.
ნატოს-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, გახდეს ნატო-ს წევრი თუ რუსეთს ტერიტორიებს დაუთმობს. „მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, იყოს უკრაინის მიერ ტერიტორიებზე უარის თქმა და ამის სანაცვლოდ ნატო-ს წევრობის მიღება“, - განაცხადა მან.
სტიან იენსენის განცახდებას გამოეხმაურა უკრაინსი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმზღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლოაკიც.
“გავცვალოთ ტერიტორიები ნატო-ს ქოლგაზე? უცნაურია. ანუ შეგნებულად წავიდეთ დემოკრატიის დამარცხებაზე, საერთაშორისო დამნაშავის წახალისებაზე, რუსული რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებაზე და თაობებისთვის ომის გადაცემაზე?“, - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ში.