ბოროტი ადამიანების ხელშია მთელი ხელისუფლება მოქცეული და მთელი ეს ბოროტების მანქანა ემსახურება ერთ ბოროტ ადამიანს - რუს ბოროტ ადამიანს ივანიშვილს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ "დღის ამბებში" განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელი არაადამიანობა ირაკლი კობახიძოს და სხვების განცხადებები.
მათ, ვინც ეს განიცადეს, მათთვის ეს წარმოუდგენელი არაადამიანობაა, რასაც საუბრობს კობახიძე, გომელაური და სხვები. ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს რა გზავნილია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ დაიღუპები, სახელმწიფო არაფერს გააკეთებს, რომ გადაგარჩინოს. ყველა ჩათვალეს, რომ ვინც გადარჩა - გადარჩა. კიდევ ერთი პერსონაჟი რომ ჰყავთ, სამარცხვინო - სარჯველაძე - არაკაცი, სადმე თუ შემხვდება პარლამენტის კორიდორში პირდაპირ ვეტყვი, რომ არაკაცია. ასეთი არაკაცების, ბოროტი ადამიანების, პატარა კაცების და ქალების პარტიაა „ქართული ოცნება“. ადამიანების გადასარჩენად კი არა, ბიძინა ივანიშვილის ხეების სათრევად ჩართეს მთელი სახელმწიფო სტრუქტურა - გემები, ვერტმფრენები, ახალი გზები გაიყვანეს,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
სერგი ჩიხლაძის თქმით, ცალკე გამოსაძიებელი საკითხია, სად იყვნენ სტიქიის ღამეს მინისტრთა კაბინეტის წევრები
„საერთოდ ცალკე გამოძიების საკითხია, იმ ღამეს სად ეყარნენ მთელი მინისტრთა კაბინეტი, სად იყვნენ მეორე დღემდე რომ არ გამოჩნდნენ, ფხიზლები იყვნენ? გამოსარკვევია? ეს არამზადები და არაადამიანები. გავიგეთ, რომ კორუმპირებულები, ოლიგარქის მსახურები, რუსების მსახურები არიან, მაგრამ ადამიანობა არ შეგრჩენიათ? კობახიძე ადამიანია ამ განცხადებების მერე, ბოროტი პატარა კაცუნაა. ბოროტი პატარაა კაცუნაა სარჯველაძე, ბოროტი პატარა კაცუნაა გომელაური, რომელიც დღემდე რჩება ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად, ვერ გაიზარდა და ვერ გაიზრდება, როგორც სახელმწიფო მოღვაწე. ბოროტი ადამიანების ხელშია მთელი ხელისუფლება მოქცეული და მთელი ეს ბოროტების მანქანა ემსახურება ერთ ბოროტ ადამიანს - რუს ბოროტ ადამიანს ივანიშვილს,“ - ამბობს ჩიხლაძე.