რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა ყირიმის თავზე 20 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს.
„დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა 20 უპილოტო საფრენი აპარატით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, ასევე არანაირი დაზიანება“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით,14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ხოლო კიდევ ექვსი დრონი ელექტრონული ომით ჩაახშეს.
მსხვერპლისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.