ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა საფეხბურთო კლუბ "დინამოსთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"გვსურს ვაცნობოთ ქართული ფეხბურთის ქომაგებსა და ფართო საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისისთვის" ახალი ინვესტორის ძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი ბიზნესმენი რომან ფიფია, დაინტერესდა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერით და გამოთქვა მზადყოფნა, მოახდინოს დინამოსთვის ყველა საჭირო ფინანსური სახსრების ინვესტირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ "დინამოთი" დაინტერესდა ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი სურვილიც და შესაძლებლობაც, კლუბს გვერდში ამოუდგეს. გვსურს მივცეთ კლუბის ადმინისტრაციას რეკომენდაცია დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა და დამატებითი დეტალების განხილვა", - აღნიშნულია პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ პატარკაციშვილის ოჯახმა საფეხბურთო კლუბ "დინამოს" გაყიდვასთან განცხადება გაავრცელა. "დინამოს" შეძენის სურვილი ბიზნესმენმა რომან ფიფიამ გამოთქვა.