რუსეთში, ვოლგის ფედერალურ ოლქში ქარიშხალს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 76 დაშავდა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 ივლისიდან ქარიშხალი მძვინვარებს ვოლგის რეგიონში: თათრეთის, მარი ელის, ჩუვაშეთის, ნიჟეგოროდის, პენზის, ულიანოვკის, კიროვისა და სამარის ოლქებში. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 99 ათასზე მეტი ადამიანი. ქარიშხალმა დააზიანა 541 საცხოვრებელი სახლი, მოგლეჯილია ასობით ხე. შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 758 ადამიანი და 180 ერთეული სპეციალურო ტექნიკა.