აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინული ძალები იბრძვიან დანაღმულ ველზე და რესურსებს ზომიერად იყენებენ.
ლოიდ ოსტინს პაპუა-ახალ გვინეაში ვიზიტისას სთხოვეს კომენატრი გაეკეთებინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძირითადი დარტყმები მიიტანა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეირაღებული ძალების მოქმედებებზე მხოლოდ უკრაინელმა სამხედროებმა უნდა ისაუბრონ.
„ჩვენ დასაწყისშივე ვამბობდით, რომ ბრძოლა იქნებოდა რთული და ხანგრძლივი, ამ ბრძოლაში იქნება სირთულეც, წარმატებაც და წარუმატებლობაც“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
„უკრაინელები კარგად არიან მომზადებულები და გაწვრთნილები, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. როგორც გასულ კვირას ვსაუბრობდი, ისინი თავდადებით იბრძვიან. გადიან დანაღმულ ველებს და სხვა დაბრკოლებებს, თუმცა მათ ისევ აქვთ დიდი საბრძოლო რესურსი“, - განაცხადა აშშ-შ თავდაცვის მდივანმა.
ამასთან, ოსტინმა აღნიშნა, რომ თუ მთავარი დარტყმა „საჭირო დროს“ განხორციელდება, უკრაინა შეძლებს „შექმნას შესაძლებლობა და შეცვალოს მოვლენების დინამიკა ბრძოლის ველზე“.
„მაგრამ ისინი მოქმედებენდნ ძალიან ფრთხილად. უფრთხილდებოდნენ ადამიანებს და აღჭურვილობას, ამიტომ მათ კიდევ აქვთ რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი გააგძელებენ წინსვლას“, - განაცხადა ოსტინმა.