ახალი ეროვნული მოძრაობაა საჭირო, რომელიც ახლა ვერ დაიბადება, რადგან ერი სრულად დემორალიზებულია. მაგრამ ის დაიბადება, მალე, - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ის ეხმიანება რუსეთის მოქალაქეების კომენტარებს, რომლებიც ბათუმში საკრუიზო ლაინერით ჩამოვიდნენ. რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და საქართველო და ყველა საბჭოთა კავშირია.
ნათია ფანჯიკიძე პოსტის ქვეშ აზიარებს მთავარიარხის მიერ მომზადებულ ვიდეომასალას.
“გაიგეთ ხომ? სად აბა? როდის? ვინმე მოკვდა? წესიერად მოიქეცით კინტოებო და მწვანილი კარგად გარეცხეთ, ხაჭაპურს ყველი არ დააკლოთო. თქვენც გაიგეთ ხომ დევნილებო?
ახალი ეროვნული მოძრაობაა საჭირო, რომელიც ახლა ვერ დაიბადება, რადგან ერი სრულად დემორალიზებულია. მაგრამ ის დაიბადება, მალე და ამ ეროვნულ მოძრაობას, ისინიც შეუერთდებიან, ლუკმას რომ ვერ გააგდებინებ ხელიდან. იცით რატომ? რუსები მომსახურე პერსონალად აქ არ ჩამოდიან. მათი ბიზნესი კი მალე კონკურენციას გაუწევს იმ ხარბების ბიზნესს, რომლებსაც ახლა მათი აქ ყოფნა ხელსაყრელად მიაჩნიათ. ხოდა ეს დღე მალე მოვა”, - წერს ფანჯიკიძე.