უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები დაწყვილდნენ. მოქმედი ჩემპიონი მილანის "ინტერი" ვიცე ჩემპიონ მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდება.
დაძაბული იქნება ლონდონის "არსენალისა და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" დაპირისპირებაც. მადრიდის "რეალი" მერვედფინალში ფრანდულ "ლიონს" შეხვდება. შეგახსენებთ, რომ "რეალი" რამდენიმე წელია მერვედფინალს ვერ სცდება, გასულ სეზონში კი სწორედ "ლიონმა" გამოთიშა გათამაშებას.
სხვა მერვედფინალები კენჭისყრის შედეგად შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
"რომა" - "შახტიორი"
"მილანი" - "ტოტენჰემი"
"ვალენსია" - "შალკე"
"მარსელი" - მანჩესტერი"
"კოპენჰაგენი" - "ჩელსი"
პირველი თამაშები 2011 წლის 15/16 თებერვალს გაიმართება ხოლო განმეორებითები 22/23 თებერვალს.