ე.წ. გაერთიანებიდან თუ ვინმე სარგებელს მიიღებს, ეს იქნება გიორგი ვაშაძე, მას, სავარაუდოდ, გამსვლელ სიაში ჩასვამენ და პარლამენტში მოხვდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ამ გაერთიანების შემთხვევაში, ვინმეს მიზანი თუ შეიძლება, გაიგო, ეს გიორგი ვაშაძეა. ე.წ. გაერთიანებიდან თუ ვინმე სარგებელს მიიღებს, ეს იქნება გიორგი ვაშაძე, რადგან მიხვდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდებოდა და „ნაცმოძრაობაში“ მივიდა. მას, სავარაუდოდ, გამსვლელ სიაში ჩასვამენ და პარლამენტში მოხვდება. მისი მიზანი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, ამით პრიგოჟინის პარტიას რა ერგება. ვაშაძე ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც კი არ უნდა. საპროტესტო აქციებზე მიკროფონიც კი წაართვეს. ეს მათი თავსატეხია და იმის ნიშანია, როგორი კრიზისი აქვს პრიგოჟინის პარტიას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.