იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მარნეულში გრანდიოზული აქცია მოაწყო _ სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სააგენტოს 25 ოპერატორმა პასპორტების მიღების შესახებ მარნეულის მოსახლეობის განცხადებებსი ერთდოულად ჩაიბარეს. ადგილზე იყო განთავსებული პასპორტის მიღებისთვის საჭირო ტექნიკა: კომპიუტერები, ფოტო ჯიხურები, ბანკის დახლები.
სტატისტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მარნეულში ათასობით მოქალაქეს სურს ბორჯრალოიანი პასპორტის ნაცვლად შეღავათით მიიღოს ბიომეტრული პასპორტები.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 1 იანვრამდე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ბიომტრული პასპორტი შეღავათით - 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მსურველს ბორჯღალოს გამოსახულებიანი მოქმედი პასპორტი აქვს. რადგან მარნეულში ამ შეღავათით სარგებლობის ბევრი მსურველი აღმოჩნდა, ადგილობრივ ტერიტორიულ სამსახურს კი საკმარისი რესურსი არ გააჩნია, პასპორტების დროულად გაცემისთვის, სამოქალაქო რეესტრმა მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სერვისის სრულყოფის მიზნით, მოაწყობს მასშტაბურ აქციას.