უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა, რადგან მისი საშუალებით ოკუპანტებს გადააქვთ იარათი. ზელენსკის თქმით, სამიზნე უნდა განეიტრალდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიზანია - მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ის ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა... ქერჩის ხიდი არ არის პატარა ლოჯისტიკური გზა. ის გამოიყენება საბრძოლო მასალის გადასატანად და ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზააციისათვის.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ის მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის გარეშე აშენდა. ამიტომ გასაგებია, რომ ის ჩვენი სამიზნეა და ნებისმიეირ სამიზნე, რომელსაც მოაქვს ომი და არა მშვიდობა, უნდა განეიტრალდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რადგან ოპერაცია დაიწყო გვიან, ვიდრე თავიდან იგეგმებოდა: „იმის გამო, რომ ჩვენ ცოტა გვიან დავიწყეთ {კონტრშეტევა}... ამან რუსეთს მისცა დრო დაენაღმა ჩვენი ნიწა და აეგო თავდაცვის ხაზები“, - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სირთულეების მიუხედავად, უკრაინა წინ მიიწევს.
„ჩვენ არ გვინდოდა ჩვენი ხალხის დაკარგვა, სამხეროების, არ გვინდოდა ტექნიკის დაკარგვა და ამიტომ საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება გვქონდა შეტევითი მოქმედებების მიმართ. მე ვიტყოდი, რომ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც საპასუხო მოქმედებები დაჩქარდება, რადგან უკვე გავდივართ იმ ადგილებს, სადაც ნაღმებია, ჩვენ გავნაღმავთ ამ რაიონებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.