სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა.
წყალდიდობა და მეწყერი სამხრეთ კორეაში ხანგრძლივ ძლიერ წვიმას მოჰყვა. უამინდობა ქვეყანაში 9 ივლისიდან გრძელდება.
სამაშველო სამუშაოების შედეგად ჩენგჟუს გვირაბიდან 7 ცხედრის ამოყვანა მოხერხდა. მყვინთავები ძებნას განაგრძობენ. გვირაბი 15 ივლისის დილით დაიტბორა. გვირაბში ჩარჩენილმა ადამიანებმა გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 400-მდე მაშველი. დაკარგულია 11 ადამიანი, რომლებსაც ისევ ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღეების განმვალობაში წყალდიდობის გამო 6 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 27 260 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია ან დანგრეულია ათობით სახლი. დაშავებულია სულ მცირე 22 ადამიანი.
სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმები კიდევ გაგრძელდება.