სამხრეთ კორეა 2023 წელს უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაზრდის. ამის შესახებ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმრი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„გასულ წელს კორეის რესპუბლიკა უკრაინას 100 მლნ დოლარის დახმარება გამოუყო. წელს ეს დახმარება 150 მლნ დოლარი იქნება ‘ - განაცხადა იუნ სოკ იოლმა.
მისივე თქმით, ქვეყანა გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
"შარშან კორეის რესპუბლიკის მთავრობამ 100 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. წელს ეს მხარდაჭერა 150 მილიონი დოლარი იქნება. გასულ წელს მივაწოდეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტი და სხვა საჭირო მასალები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დახმარების დონე წელს ბევრად მეტი იქნება," - თქვა იუნ სოკ იოლმა.
სამხრეთ კორეის ლიდერი უკრაინაში დღეს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ზელენსკისთან შეხვედრამდე ის ბუჩასა და ირპინში იმყოფებოდა.
.