უკრაინის ხელისუფლებაშია გია ლორთქიფანიძე, რომელმაც დააორგანიზა სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა მდგომარეობის ასარევად, იმის ნაცვლად, გადმოგვცენ ადეიშვილი და ლორთქიფანიძე, ასეთი სახის განცხადებებს ვიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ვინმე კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში.
„ესეც ერთი შერცხვენაა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ მის ხელისუფლებაში არიან ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე. ადამიანი, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში, რათა აერია მდგომარეობა. უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, ახლა ეს რაზეც მეტყველებს გასაგებია, ხომ? ნაცვლად იმისა, გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, ვიღებთ ასეთი სახის განცხადებებს, ქცევებს. სინამდვილეში, თუკი რაიმე მოლოდინი უნდა გვქონდეს, მოლოდინი არის ასეთი, რომ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო კიდევ ჩართული, იყო თუ არა ვინმე კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.