რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმiრ პუტინი აცხდებს, რომ „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფება, როგორც იურიდიული პირი, არ არსებობს.
„ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, ის უბრალოდ არ არსებობს. ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა პირველად ისაუბრა, დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმზღვანელთან ევგენი პროგოჟინთან კრემლში გამართულ შეხვედრის შესახებ. პრიგოჟინის გარდა შეხვედრას ესწრებოდა „ვაგნერის“ 35 წევრი.
„შეხვედრაზე შევაფასე ის, რაც მათ გააკეთეს ბრძოლის ველზე და ის, რაც გააკეთეს 24 ივნისის მოვლენების დროს. შევთავაზე შესაძლო ვარიანტები შემდგომი სამსახურისთვის, მათ შორის, მათი საბრძოლო გამოცდილების გამოყენება“, – აღნიშნა პუტინმა.
როგორც პუტინმა განაცხადა, „ვაგნერის“ 35 მეთაურს შესთავაზა დასაქმების რამდენიმე ვარიანტი.
მისი თქმით, ყველა მათგანს შეეძლო, სამსახური გაეგრძელებინა, მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. მათ იგივე ადამიანი უხელმძღვანელებდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მათი ნამდვილი მეთაური იყო
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნa, რომ მეთაურებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, თუმცა პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს ვერ დაინახა, განაცხადა: „არა, ბიჭები არ დაეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“.