ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი გაიხსნება.
საზეიმო წირვას ნეკრესისა და ჰერეთის მთავარეპისკოპოსი სერგი აღავლენს.
მშენებლობა სოფელ გურგენიანის მკვიდრმა გიორგი გრიგალაშვილმა და თემურ გელაშვილმა დაფინანსეს, მშენებლობის პროცესში კი სოფლის მოსახლეობა მონაწილეობდა.
გადმოცემის თანახმად, წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება.