ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაიანში უკვე ჩაიტანა კასეტური საბრძოლო მასალა. ამის შესახებ ბრიგინგზე აშშ-ის არმიის შტატების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის დირექტორმა, გენერალ-ლეინტენანტმა დუგლას სიმსმა განაცხადა. იუწყება AP.
ამერიკელმა სახმედრო პირმა დაადასტურა, რომ უკრაინამ მიიღო აშშ-ის მიერ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალები, თუმცა მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
„დღევანდელი მდგომარეობით, კასეტური საბრძოლო მასალა უკრაიანში უკვე ჩავიდა“, - განაცხადა სიმსმა, მას არ დაუზუსტებია, უკვე გამოიყენეს თუ არა უკრაინის ძალებმა კასეტური ჭურვები.
კასეტური საბრძოლო მასალების მიღების შესახებ დაადასტურა „ტავრიის“ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურმა, ალექსანდრ ტარნავსკიმც.
ტარნავსკის თქმით, უკრაინელ სამხედროებს ეს საბრძოლო მასალა ჯერ არ გამოუყენებიათ.
„მტერს ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღების შემდეგ ჩვენ გვექნება უპირატესობა. ისინი დათმობენ ტერიტორიის იმ ნაწილს, სადაც მათი გამოყენებაა შესაძლებელი“, – განაცხადა მეთაურმა ტარნავსკიმ.