დარწმუნებული ვარ, ოცნება გაიმარჯვებს 2024-ის, 2025-ის და 2028 წლის არჩევნებშიც - ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან, არის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 2024 წელს ქართული ოცნება გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით, ძალიან დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს ქართული ოცნება“, - განაცხადა კალაძემ.