ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დაადასტურა, რომ ალიანსის ქვეყნები შეთანხმდნენ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უკრაინის გაწევრიანებაზე.
ამის შესახებ ნაუსედამ ვილნიუსში სამიტის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ წვერობის სამოქმედო გეგმა ამოღებული იქნება, ეს ძალინ პოზიტიური ნაბიჯია. ეს გაამარტივებს უკრაინის გზას ნატო-სკემ“, - განაცხადა ნაუსედამ.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ ასევე აუცილებელია ნატო-ში უკრაინის წევრობის შესაძლებლობის ძალიან მკაფიო სიგნალი, როდესაც ამის პირობები ოქნება. „ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გამოვიდეთ ბუქარესტის სამიტის ენის ფარგლებიდან, რომელიც მხოლოდ “ღია კარზე“ ლაპარაკოპს. უკრაინას დღეს სჭირდება ძალიან კონკრეტული სიგნალები იმის თაობაზე, რომ როდესაც პირობები საშუალებას მისცემს, გახდება ნატოს წევრი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად“, - დასძინა ნაუსედამ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამიტის საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
"კონსულტაციები მიმდინარეობს და დღეს სხვა შეხვედრები იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოკავშირე შეთანხმდება ძალიან მკაფიო გზავნილზე უკრაინასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.