რუსული გამოცემა „იზვესტიას“ ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პეტერბურგში მდებარე დაჯგუფეაბ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სახლში, ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ნივთი, პარიკები, ოქროს ზოდები, ურო და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სახლში აღმოჩენილი ოქროს ზოდების ღირებულება ჯერჯერობით არ შეფასებულა.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ინახავდა მოწყობილობებს მისი გარეგნობის შესაცვლელად, ასევე ყალბ პასპორტებს.
„იზვესტიამ“ გაარკვია, რომ პასპორტებში მითითებული პირებიდან სულ მცირე ორი რეალური პირია.
ასევე პრიგოჟინის საცხოვრებელში, რომელიც მან ნამდვილ ციხესიმაგრედ აქცია, იყო სრულფასოვანი საავადმყოფოს მსგასი პირადი სამედიცინო ოფისი, ხოლო გარეთ, სახლთან ახლოს, იყო პირადი ვერტმფრენი.
„იზვესტიას“ ინფორმაციით, პრიგოჟინის სახლში ასევე ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა. ჩანთაში, სულ მცირე, 500 000 დოლარი იყო, ევროს ბანკნოტები ცალკე იყო შეფუთული. ასევე, ნაპოვნია დაახლოებით 5კგ ოქროს ზოდები.