23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 მსჯავრდებულს შეიწყალებს. შეწყალების კომისიამ 157 განაცხადი განიხილა და შეწყალების რეკომენდაცია 1/3-ს მისცეს. სია პრეზიდენტს წარედგინა და შეწყალების აქტს ხელს 23 ნოემბერს მოაწერს.
შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. როგორც კომისიის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა განაცხადა დღევანდელ სხდომაზე კომისიამ 4 არასრულწლოვანის საქმე განიხილა.
საქმეები, რომლებიც კომისიაში იყო შესული, შეეხებოდა მძიმე კატეგორიით მსჯავრდებულებსაც, თუმცა მათ კომისიამ შეწყალებაზე უარი უთხრა