ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ბათუმში კადიროველების გამოჩენას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს ფაქტი გასაკვირი არ არის, რადგან ივანიშვილის რეჟიმი ვასალური დამოკიდებულებისაა დღევანდელი რუსული ხელისუფლების მიმართ.
“რუსული ხელისუფლების ერთ-ერთი შიდა ვასალის ხალხი ესტუმრა მეორე ვასალს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერ-ჯერობით ისინი აკონტროლებენ უსაფრთხოების აპარატს, ეს ფაქტი საგანგაშოა, თუმცა გასაკვირი არ არის” - თქვა გიგა ბოკერიამ.