დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი.
2 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
„ორი ორსართულიანი სახლი მტრის რაკეტამ ნაწილობრივ დაანგრია. დაზიანებულია 10 კერძო სახლი, ავტომობილი, მაღაზია, გაზის მილები“, - განაცხადა დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხემძღავნელმა სერჰი ლისაკმა.
გარდა ამისა, 4 ივნისის ღამეს რუსებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ნიკოპოლზე, რის შედეგადაც ორი ავტომობილი დაიწვა.
რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა დნიპროზე 3 ივნისს მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 6 დაშავებულის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის ადგილის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნშინა, რომ რუსების რაკეტა ორი ორსართულიანი სახლის შუაში ჩავარდა. მისი თქმით, რუსეთი მორიგ ჯერზე აჩვენებს, რომ წარმოადგენს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს. „ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის რუსეთი პასუხს აგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.