ფესტივალის `საახალწლო მუსიკალური შეხვედრები~ ფარგლებში, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქრთველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლის "ბასიანის" შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანსამბლი ამ კონცერტით Aთავისი დაარსების 10 წლისთავსაც აღნიშნავს.
შესრულდება ქრთული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები.
საპატრიარქოს ანსამბლი ბასიანი სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს შეიქმნა.
დაარსებიდან დღემდე "ბასიანმა" სახელი გაითქვა, არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრში.
"ბასიანი" პირველი ქართული ანსამბლია, რომელმაც ამერიკის ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში ქართული ტრადიციული სიმღერა - გალობა გააჟღერა.
ანსამბლი მსოფლიოში ცნობილ ეთნომუსიკოლოგებთან თანამშრომლობს. მეცნიერებმა კვლევა ქართულ მრავალხმიანობაზე "ბასიანის" ცოცხალი ილუსტრირების მაგალითზე წარმოადგინეს. ანსამბლი სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენლობაში არსებობს და პატრიარქის აღვლენილ ყველა ღვთისმსახურებაში იღებს მონაწილეობას.
ღონისძიება დღეს, 15 დეკემბერს, 19 საათზე გაიმართება.