პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
აქტივისტების თქმით, პოლიციამ პროტესტის მონაწილეები იმის გამო დააკავა, რომ მათ ხელში ბანერები ეჭირათ.
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.
ისინი აპროტესტებენ ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს, ასევე ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.