პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპაუშვილის განცხადებით, ბრატისლავაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე სოციალურ ქსელებში გამოხმაურებები იყო კარგი მაგალითი, როგორ მუშაობს პროპაგანდა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის გარეთ, "სავარძელში წამომჯდარ" ექსპერტებს წარმოდგენა არ აქვთ საქართველოში ბოლო წლებში რა ხდება.
"გუშინწინდელი ფაქტი არის კარი მაგალითი, მედიასაც მოვუწოდებ, უბრალოდ დააკვირდით, მონიტორინგი გააკეთეთ იმ დღის, ვინ, რომელი ე.წ. ექსპერტები წამოიწიენ, როგორც ტალღა და ყველამ მიწყობილად ერთი და იგივე ვიდეოს გაზიარება როგორ დაიწყო ტვიტერზე, ფეისბუქზე ზუსტად ერთი და იგივე მონაკვეთი, შესაბამისი კომენტარები, რაც ჩვენ გუშინ წინ ვნახეთ, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი, ჩანს, რომ ეს არის ერთი შეკრული გუნდი, ჩვენ შიგნით რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ სავარძელზე წამომჯდარი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებია საერთოდ ნამყოფები არ არიან, წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ საქართველოში რა ხდება, არიან უბრალოდ ე.წ. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ექსპერტები და ვნახეთ როგორ მუშაობს, ეს პროპაგანდისტული გუნდი, ქსელი, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არის. აიღეთ ეს სია და ეს სია უდრის იმ ადამიანებს, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი.