კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრი ნიკოლოზ რურუა, "წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები"-სა და "წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი"-ს ნომინაციებში გამარჯვებულებს კულტურის სამინისტროს პრემიით დააჯილდოვებს.
გამარჯვებულების გამოსავლენად ორი კომისია მუშაობდა კახა ცაბაძისა და მანანა ახმეტელის ხელმძღვანელობით. შედეგად ორი ნომინანტი ელიზბარ ლომდარიძე ("წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები") და გულბათ ტორაძე ("წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი") გამოვლინდა.
დაჯილდოების შემდეგ შედგება საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მიერ განახლებული ჟურნალის "მუსიკა" 3 ნომრის პრეზენტაცია, გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ცნობილი მუსიკისმცოდნის გულბათ ტორაძის ახლადგამოცემულ წიგნს "მუსიკის სამყაროში''. აღნიშნული ჟურნალებიც და წიგნიც კულტურის სამინიტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიებას დაესწრებიან ახალგაზრდა მუსიკოსები, მუსიკისმცოდნეები, შემსრულებლები, კომპოზიტორთა კავშირის წევრები.
პრეზენტაციის დასრულებისთანავე კომპოზიტორთა კავშირის კონკურსებზე პრემირებული ნაწარმოებები შესრულდება. შემსრულებლებს შორის იქნებიან ახალგაზრდა ვირტუოზი ვიოლონჩელისტი ლიზი რამიშვილი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი ლეგი იმედაშვილი და ჩასაბერ საკრავებზე დამკვრელი მუსიკოსები ნუგზარ მღებრიშვილი (ჰობოი), მალხაზ ხუროშვილი (კლარნეტი) Dდა ლევან გოცირიძე (ფაგოტი).
ღონისძიება დღეს, 15 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში 16:00 საათზე გაიმართება.