„ერთ რამეს ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.
გიორგი ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირალი კობახიძის განცხადებაზე, რომ სპორტდარბაზში ფოტოები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადენლებმა გადაუღეს.
„სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი ახლა, რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე ვერ მივხვდი, მას ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ და მერე გადავიღეთ თუ თვითონ დაიწყო ვარჯიში და მერე გადავიღეთ?! სამარცხვინოა ასეთი განცხადებები. უკვე აღარც იმალება ის პროცესი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნგრევის პროცესი დაწყებულია, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა და კობახიძე ივარჯიშებს თუ არ ივარჯიშებს ეს ნამდვილად არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობას. მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, იშლება და ერთმანეთს ჭამენ, ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია,“ - განაცხადა გიორი ბოტკოველმა.