დაღესტანის მილიცია ბუინაკის რაიონში ბოევიკის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
"წუხელ 22:00 საათზე მილიციელებმა ბუინაკის რაიონის სოფელ დურანგთან გზის პირას შენიშნეს ავტომანქანა და მამაკაცი, რომელიც წინასწარი მონაცემებით, გზის პირას ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონრაჟებას ცდილობდა. მას შემდეგ რაც მახლობლად მილიციელები გამოჩნდნენ მამაკაცმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა. საპასუხი ცეცხლით იგი ლიკვიდირებულა", - აცხადებენ დაღესტანის სამართალდამცავები.
სამართალდამცავების ინფორმაციით მათ მიერ დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილას მუშაობენ სპეციალისტები.
მასალის გამოყენების პირობები