საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სებ-ის წარმომადგენლებმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ ტენდეციებზე და გლობალურ თუ რეგიონალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.
"ეროვნული ბანკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებთან ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე და, ამასთან, ყურადღება გავამახვილეთ ეროვნული ბანკის მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკაზე. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში გაერთიანების წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სანქციების მონიტორინგის, საბანკო სისტემის მდგრადობის და იმ რეფორმების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.