17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე, რესტორან "მეტეხის ჩრდილში" ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართება. კონცერტში რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას ცნობილი შესრულებლები მიიღებენ.
ქალაქური სიმღერების საღამოზე, "მეტეხის ჩრდილში" აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, მაგდა ნიკოლაიშვილი, თეატრალური კვარტეტი, ქართული ხმების კვარტეტი და ქართული ხმების მესამე თაობა მონაწილეობენ. საღამოს ზურაბ ნიჟარაძე და მაია ღუღუნიშვილი წარუძღვებიან.