სტუდია "მიფასი ფილმმა" დაასრულა მუშაობა ანიმაციურ პროექტზე "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები" და DVD ფორმატით გაავრცელა სადისტრიბუციო ქსელში. პროექტის პროდუსერია ზურაბ დიასამიძე.
პროექტი "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები" შედგება თერტმეტი მოკლემეტრჟიანი ანიმაციური ფილმისაგან, მასში გათამაშებული ისტორიები შემეცნებითი ხასიათისაა და იგი დაეხმარება ბავშვებს შეიცნონ სამყარო, ჩამოყალიბდეს მათში ადამიანური ღირებულებები.
ამჟამად სტუდია მუშაობს ავტორებთან და პარტნიორებთან, რათა გაგრძელდეს პროექტი და მალე ბავშვებმა იხილონ "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები" 2.