დღეს ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი, სლოვენია.
ფინალში ვერ მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი - ირუ.
პირველი ნახევარფინალიდან ფინალში მოხვდნენ შემდეგ ქვეყნები: ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და სერბეთი. დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა პირდაპირ გადადიან ფინალში.
ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს.
საქართველო კონკურსის მოგებას მეთხუთმეტედ შეეცადა. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.