ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საავტომობილო გზასთან ახლოს მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთვსებული. როგორც რადიო თავისუფლებას სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის თავს კარგად გრძნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.