14 წლის ქართველი პიანისტი ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის (1800 ლარი) მფლობელი გახდა.
კონკურსი 8-10 დეკემბერს საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და `საქართველოს კონკურსების მუსიკალური ფონდის~ ინიციატივით ჩატარდა და მასში 8 კონკურსანტი მონაწილეობდა.
პირველი ადგილის გარდა, ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის, ირმა გიგანი სპეციალური პრიზითაც დაჯილდოვდა.
საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიწვევით, 2011 წლის ოქტომბერში 14 წლის ქართველი პიანისტი ვარშავაში კონცერტს გამართავს.