საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციამ არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე, 51 წლის ქართველი დააკავა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.
სატვირთოს შემოწმებისას მანქანაში აღმოჩნდა ექვსი უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები. ბერძნული მედიის თანახმად, ემიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო.
დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს.