სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძემ საერთაშორისო პერსონალთა გაცვლის 21-კონფერენციაში და რამდენიმე სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
ვუჰანსა და შენჭენში გამართულ სიმპოზიუმებზე ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებსა და ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კვლევითი დაწესებულებები და ინსტიტუციები წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობენ.
შენჭენის საერთაშორისო ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიეწოდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე.