გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში კაცმა ძმა დაჭრა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
დაშავებული კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ბრალდებული 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დააკავეს.