ვარკეთილში მანქანა 14 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა კალოუბნის ქუჩაზე მოხდა.
მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.